აღწერილობა
დაეუფლე Gemini Notebook-ს: ინფორმაციის მართვისა და კვლევის AI ცენტრი ისწავლე, როგორ აქციოთ მიმოფანტული მონაცემები სტრუქტურირებულ ცოდნად. ეს კურსი გასწავლიs Gemini Notebook-ის სრულყოფილად გამოყენებას, რათა გაიმარტივო ყოველდღიური სამუშაო, დააჩქარო კვლევის პროცესი და მარტივად განავითარო ახალი იდეები. რას ისწავლი კურსის განმავლობაში? სისტემის გაცნობა და ორგანიზება: პლატფორმის შესაძლებლობები, ახალი Notebook-ის შექმნა და თემატური მასალების ეფექტური მართვა. წყაროებთან მუშაობა: დოკუმენტების, სტატიების, ბმულებისა და სხვადასხვა ფორმატის ფაილების ერთ სამუშაო სივრცეში თავმოყრა. ანალიზი და ინფორმაციის შეჯამება: დიდი მოცულობის ტექსტების წამებში დამუშავება და მთავარი აზრების გამოყოფა. ინტერაქცია მონაცემებთან: სწორი კითხვების დასმა და მხოლოდ შენს წყაროებზე დაყრდნობით ზუსტი, ფაქტობრივი პასუხების მიღება. კონტენტის შექმნა: იდეების გენერირება, ტექსტების, პრეზენტაციების, სასწავლო მასალებისა და სამუშაო გეგმების მომზადება. პროდუქტიულობის ზრდა: დროის დაზოგვის ტექნიკები, ცოდნის სისტემატიზაცია და სამუშაო პროცესის სრული ოპტიმიზაცია. როგორ მიმდინარეობს სწავლება? მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა: თეორიასთან ერთად, კურსი მოიცავს რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ დავალებებსა და სავარჯიშოებს. მუდმივად განახლებადი ფორმატი: AI ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ამიტომ კურსს რეგულარულად დაემატება ახალი გაკვეთილები, ფუნქციების მიმოხილვა, ინსტრუმენტები და მუშაობის ინოვაციური სცენარები.





















