top of page
Abstract Lines

 onlain  kursebi 
 

ხმამაღლა გაფიქრებული

ხმამაღლა გაფიქრებული ჩანაწერები

  • 5 Steps
Everyone who has completed all steps in the program will get a badge.

აღწერილობა

ხმამაღლა გაფიქრებული პოდკასტი - ჩემი პირადი გამოცდილება შენთვის! მოგესალმები! მომავალ ეპიზოდებში ჩემს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგიზიარებ. ეს არის სივრცე, სადაც ღიად ვისაუბრებ ყველა იმ დაბრკოლებაზე, სიძნელეზე, სიხარულზე, სიყვარულზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, აბსოლუტურად ყველა იმ ემოციაზე, რაც კი ოდესმე გადამხდენია თავს. ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი საუბრები გამოგადგება, ან სულ მცირე, სასიამოვნო და მხიარულ დროს გაგატარებინებს. დამიჯერე, ბევრ საინტერესო, ცხოვრებისეულ ლაივჰაკს აღმოაჩენ! ⚠️ მნიშვნელოვანი დისკლეიმერი: გახსოვდეს, მე არ ვარ არც ფინანსური მრჩეველი, არც ნოსტრადამუსი და არც შენი ცხოვრების სახელმძღვანელო. ყველაფერი, რასაც აქ გაიგებ, უბრალოდ ერთი მორიგი ინტერნეტ ადამიანის პირადი მოსაზრება და გამოცდილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის 100%-ით შენზე მორგებული. ჩვენი ცხოვრება სუბიექტური და ინდივიდუალურია. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ და ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება — ჩვენი პასუხისმგებლობაა და სხვა არავისი. უნდა გყოფნიდეს ვაჟკაცობა, რომ აიღო თავზე ეს პასუხისმგებლობა, შეეგუო იმას, რომ ეს შენი არჩევანის შედეგია (და არა მთავრობის, ჭექა-ქუხილის ან ვინმე სხვისი), და გააგრძელო გზა წინსვლისკენ! უბრალოდ მოუსმინე, ისწავლე, გაერთე და დაიმახსოვრე: წარმატებები და თავს გაუფრთხილდი, რადგან შენი კეთილდღეობა შენს ირგვლივ მყოფ საყვარელ ადამიანებზეც აისახება! ❤️ შენი აზრები და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ, გაგვიზიარე რას ფიქრობ!

სარჩევი და ფაილები

All Products

bottom of page