
ონლაინ კონსულტაცია
დაზოგავ ბევრ ფულს, ნერვებს და რაც მთავარია დროს!
Service Description
ონლაინ კონსულტაცია - ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, დასვა შენთვის საინტერესო კითხვები ფოტო-ვიდეო ტექნიკის ირგვლივ, აპარატურის შესარჩევად, გადაღების მოსამზადებლად და შემოქმედებითი იდეების საბოლოო განსახორციელებლად. როგორ გავასწოროთ კამერა? რომელი აპარატურა შევარჩიოთ? როგორ დავგეგმოთ სტუდია სახლის პირობებში? როგორ მოვემზადოთ გადაღებისთვის? როგორ დავაყენოთ და დავგეგმოთ განათება? რა სახის განათება შევიძინოთ და რომელი განათებაა თქვენზე მორგებული? როგორ გავაუმჯობესოთ ვიდეოს და მთლიანობაში კადრის ხარისხი? ონლაინ კონსულტაცია საშუალებას მოგცემს: ✔️ დაზოგეთ დრო და ბიუჯეტი ფოტო ტექნიკის შეძენისას მაქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა ფოტო-ვიდეო ტექნიკის სფეროში, გადაღებული მაქვს თანამედროვე და ძველი კამერებით, ასევე ვიცი სხვადასხვა მწარმოებლების კამერებისა და ობიექტივების ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ განვიხილავთ, რომელი ტექნიკა უფრო მეტად შეესაბამება თქვენს ამოცანებს. ✔️ განვიხილავთ განათების სქემებს და გადაღებისთვის საჭირო ტექნიკას კონსულტაციის შემდეგ გეცოდინება, როგორ გაანაწილო განათება, როგორ მოათავსო მოდელი, რა დამატებითი ტექნიკა შეიძლება დაგჭირდეთ გადაღებისას. ეს დაგეხმარება ნერვებისა და დროის დაზოგვაში და საშუალებას მოგცემს კონცენტრირდე უშუალოდ შემოქმედებით პროცესზე.


Contact Details
Tbilisi, Georgia
